Sunday, October 19, 2008

პროექტი "გული"

  1. პროექტის სახელი: "გული"
  2. პროექტის მოკლე აღწერა: სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას გულის: ა. როგორც ადამიანისა და ცხოველების სისხლის მიმოქცევის ორგანოზე. ბ. როგორც სხვადასხვა მნიშვნელობით გამოყენებულ სიტყვაზე ქართულ ლიტერატურაში.
  3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები აღწერენ ადამიანის და ცხოველების სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალურ ორგანოს, რომლის კუნთოვანი კედლის რიტმული შეკუმშვა განაპირობებს ორგანიზმში სისხლის ცირკულაციას. ისინი აღწერენ ევოლუციის პროცესში სხვადასხვა ორგანიზმებში გულის ევოლუციას. ინფორმაციას მოიძიებენ ინტერნეტში და სამეცნიერო ლიტერატურაში. მოიძიებენ ძველ თქმულებებს, ანდაზებს, აფორიზმებს, ლეგენდებს, ზღაპრებს სადაც სიტყვა "გული" სხვადასხვა მხატვრულ ეპიტეთად იხმარება. ისინი ამზადებენ ინფორმაციულ და ლიტერატურულ ბუკლეტებს, კედლის გაზეთებს, პროექტებს, ვებ ბლოგებს.
  4. მონაწილეთა ასაკი: 12-15 წელი.
  5. ვადები/ხანგრძლივობა: გამოქვეყნებიდან 6 თვე.
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება(ბიბლიოთეკა, ინტერნეტი.) ფოტო და ვიდეო მასალა, მხატვრული ლიტერატურა(ზღაპრები, ლეგენდები, თქმულებები, ანდაზები, აფორიზმები, პროზა და პოეზია).
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქცია რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები სხვადასხვა სკოლიდან შექმნიან მცირე ზომის ვებ ბლოგებს, საინფორმაციო ბუკლეტებს,პროექტებს. სადაც განათავსებენ მოძიებულ მასალას.
  8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ბიოლოგიაში, კერძოდ ცხოველთა და ფიზიოლოგია-ანატომიაში. წაიკითხავენ ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ხალხურ სიტყვიერებას.
  9. სამუშაო ენა: ქართული
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გაიღრმავებენ ცოდნას ბიოლოგიაში, ქართულ ლიტერატურაში და სააინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში პროექტების და ვებ ბლოგების შექმნის დროს.
  11. მონაწილეები სხვა სკოლიდან:
  12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნინო ბეგაძე (რუსთავი ს.ს.ი.პ #7 სკოლა)ბიოლოგი
  13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა ninobegadze@gmail.com
  14. პროექტის ფორუმი:

Saturday, October 18, 2008